თბილისის სპორტის სასახლე

აღწერა

თბილისის სპორტის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უძველესი სპორტული მოედანია საქართველოში. სპორტული კომპლექსი აშენდა 1961 წელს და გახსნის დღიდან მასპინძლობს უამრავ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას, კონცერტსა და ფესტივალს. 2007 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, დამონტაჟდა ახალი აღჭურვილობა,გაიზარდა ტევადობა. აქ იმართება მატჩები და ტურნირები კალათბურთის, ხელბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჩოგბურთის და სპორტის სხვა სახეობებში.

ტრიბუნების მოსახერხებელი მდებარეობის, შესანიშნავი აკუსტიკისა და თანამედროვე ხმის და განათების აღჭურვილობის წყალობით, სპორტის სასახლეში იმართება არა მხოლოდ სპორტული ღონისძიებები, არამედ კონცერტები და შოუები. აქ ხშირად გამოდიან ქართველი შემსრულებლები და სხვა ქვეყნების არტისტები.

საშუალოდ,სპორტის სასახლის ტევადობა კონცერტებზე 11 ათასი მაყურებელია, მაგრამ საცეკვაო მოედნისა და ფან ზონის მოწყობით ადგილების რაოდენობა იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეუძლია დაესწროს საყვარელი არტისტების გამოსვლებს. ასეთი სივრცე და აღჭურვილობა საშუალებას აძლევს თბილისის სპორტის სასახლეს სცენაზე უმასპინძლოს მსოფლიო დონის ვარსკვლავებს.

ვინაიდან აქ ორგანიზებული ყველა ღონისძიება ყოველთვის უმაღლეს დონეზე იმართება, თბილისის სპორტის სასახლის ბილეთები მყისიერად იყიდება, ამიტომ თუ კონცერტზე ან სპორტულ ღონისძიებაზე გეგმავთ მოხვედრას, აუცილებლად უნდა დაჯავშნოთ ადგილები წინასწარ.